სეზონური აფექტური აშლილობები

2019-10-10T03:34:45Z (GMT) by Gia Mosashvili
ნაშრომში განხილულია რა გავლენას ახდენს სეზონი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გამომდინარე იქედან, რომ ბევრმა არ იცის ამის შესახებ, ვფიქრობთ, აღნიშნული ინფორმაცია საინტერესო იქნება და გამოადგება მკითხველს პრაქტიკული თვალსაზრისით. სათაურს რაც შეეხება, იგი ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ და ნაკლებად მოთხოვნად თემას წარმოადგენს. ნაკლებად მოთხოვნადი არა იმიტომ, რომ საინტერესო არ არის, არამედ მასზე დღესდღეობით მცირე ლიტერატურა მოგვეპოვება, შესაბამისად, რთულია მისი დამუშავება. ნაშრომში არსებული ინფორმაცია, რომელიც მდიდარია ჰიპოთეზებითა და სხვადასხვა მოსაზრებით, მკაფიოდაა გამიჯნული ყოველგვარი ალოგიკურისგან და საფუძვლად უდევს თეორიათა წყება, რომელთა უმეტესობაც თანამედროვე, XXI საუკუნის მეცნიერთა მიერაა შემუშავებული. განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილეთ პრაქტიკულ მხარეზე, ამიტომ უფრო მეტი სიზუსტისთვის ჩავატარეთ კვლევა, რათა გაგვეგო ადამიანებში სეზონური გავლენის საშუალო მაჩვენებელი.