ანგლიციზმი ქართულ მედიაში

2019-10-10T02:55:12Z (GMT) by Gia Mosashvili
კვლევა ‘ანგლიციზმი ქართულ მედიაში’ სვამს საკითხს ქართულ ენაში ანგლიციზმის გზრდილი მასშტაბების შესახებ, რასაც ქართული მედიასაშუალებები მნიშვნელოვნად აძლევენ ხელს. ანგლიციზმი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც აქტუალური პრობლემაა. ქართველი ჟურნალისტები ინგლისური ტერმინებისა და ზოგადად უცხოური ტერმინების გამოყენებას არ ერიდებიან, შესაბამისად, არც ცდილობენ ამ ტერმინების ქართული სიტყვებით ჩანაცვლებას. გამონაკლისია პოლიტიკური და სხვა საერთაშორისო ტერმინები, რომლის ქართული ანალოგები ხშირად არ გვაქვს, ამიტომ სხვა გზა არც რჩება. თუმცა გამოყენება უცხოური სიტყვებისა იმის ფონზე, რომ მისი ქართული შესატყვისები არსებობს, პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს - ეს ძირითადმა კვლევამაც დაადასტურა. ძირითად კვლევაში ქართული მედიასაშუალებების სხვადასხვა გადაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ზომების მიღებაა საჭირო. ეს მხოლოდ ანგლიციზმს არ ეხება, ასევე საუბარია გრამატიკულ შეცდომებზეც, რომელსაც ნეოლოგიზმების დამკვიდრება იწვევს. ნაშრომის დასკვნით ნაწილში რეკომენდაციებია წარმოდგენილი.